კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კარიერის კვირეულის ფარგლებში, პირველი შეხვედრა სტუდენტებთან თემით - ,,ჩემი სპეციალობა - მეან-გინეკოლოგია" - მეან-გინეკოლოგმა, პროფესორმა - მამუკა ნემსაძემ გამართა.
მომხსენებელმა თავისი გამოსვლა რამდენიმე თემატურ ნაწილად დაყო და ამომწურავად ისაუბრა ქალთა ჯანმრთელობის, კლინიკური დისციპლინების საბაზისო ცოდნის, დედათა სიკვდილიანობის მიზეზთა სტატისტიკური მონაცემისა და არსებული გამოწვევების შესახებ.
მამუკა ნემსაძემ განიხილა მეან-გინეკოლოგის პროფესიის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები და თითოეული შემთხვევისათვის ცალ-ცალკე გამოყო კონკრეტული პუნქტები: ამ პროფესიაში, სიძნელეებზე საუბრისას, მომხსენებელმა ემოციური სტრესი გამოყო, რაც გართულებულ მდგომარეობებსა და პაციენტისა და მისი ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება. დადებით ფაქტორებზე მსჯელობისას კი ცალსახად, პირველ რიგში, ახალი სიცოცხლის დაბადება დასახელდა, რასაც თან ახლავს ზღვა ემოცია და სიხარული, რომელიც ბუნებრივად მოქმედებს ექიმზეც.
მამუკა ნემსაძემ შეკრებილ სტუდენტებს, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციებიც მისცა რომლებიც მათ უშუალოდ საქმიანობის პროცესში გამოადგებათ:
შეგახსენებთ, რომ კარიერისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, 10-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 5 შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება