კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კარიერის კვირეულის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან თემით - ,,ჩემი სპეციალობა - პლასტიკური ქირურგია “ - დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, პლასტიკურმა ქირურგმა - გუგა ქაშაბიძემ გამართა.
მომხსენებელმა შეკრებილ აუდიტორიას მოკლედ მოუთხრო მიღებული განათლების, ინტერესებისა და ამჟამინდელი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, კერძოდ გუგა ქაშაბიძე, 2010 წლიდან დამწვრობის ცენტრს ხელმძღვანელობს.
გამომსვლელმა მცირე ისტორიული ექსკურსიც წარმოადგინა და 1970 წელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ - ბესიკ იაშვილის მიერ საქართველოში დამწვრობის ცენტრის დაარსებაზეც ისაუბრა.
გუგა ქაშაბიძის თქმით, დღეის მდგომარეობით ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:
მიმღები-ამბულატორია;
ბავშვთა განყოფილება;
მოზრდილთა განყოფილება;
რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება.
მომხსენებელმა თავის გამოსვლაში კანის სტრუქტურასა და ფუნქციაზე გაამახვილა ყურადღება და დამწვრობის მნიშნელობა, მისი ხარისხები და ტიპები გააცნო დამსწრე საზოგადოებას. გუგა ქაშაბიძემ კონკრეტულ თვალსაჩინოებებზე დაყრდნობით მიმოიხილა ღრმა დამწვრობის როგორც წარმატებული ოპერაციული მკურნალობის შედეგები, ასევე დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურებისა და კონტრაქტურის წარმოქმნა.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი, კითხვა - პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ კარიერისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, 10-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 5 შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება