2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიტვა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის, სამართლის და სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება უნივერსიტეტებს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 5 მაისი, 2019 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი „ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
CV (ინგლისურ ენაზე)
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება