სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დისტანციური სწავლების მეორე ეროვნული კონფერენცია გაიმართა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, განათლების სექტორის სხვადასხვა უწყების 80-მდე წარმომადგენელთან ერთად, კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - ზაზა ცოტნიაშვილი მონაწილეობდა. მან კონფერენციაზე მოხსენება : ”Advantages of Blended Learning “ - წარადგინა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კონფერენციის მიზანს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, დისტანციური სწავლების მიმართულებით მომუშავე და დაინტერესებული ორგანიზაციების, სასწავლო ცენტრებისა და უნივერსიტეტების შეკრება, გამოცდილების გაზიარება და დარგის შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს ჯეფერსონის ინსტიტუტის მხარდაჭერით მეორედ ჩატარდა.
კონფერენციის ვიდეო: https://goo.gl/eeA2MC
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კონფერენციის შესახებ მომზადებული ტექსტი და ფოტოები: https://goo.gl/UTXhur
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება