საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ წარმოადგენს მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ვაზის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაციას და სამეცნიერო კვლევების განვითარებას ამ მიმართულებით.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია - ღვინისა და ვაზის შესახებ ქართული მეცნიერების კვლევის მასშტაბების გაფართოება, ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო აღიარება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც სრულად მიეძღვნება ქართული ღვინისა და ვაზის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ბიოტექნოლოგიურ კვლევებს, მონაწილობას მიიღებენ უცხოელი და ქართველი მეცნიერები, მკველვარები, სტუდენტები, სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრების, დარგის მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული დარგის სპეციალისტები, ქართული ღვინის და ვაზის კულტურის პოპულარიზაციით დაინტერესებული ფართო საზოგადოება.
კონფერენციის სამუშაო ენა იქნება ქართულ-ინგლისური. კონფერენციის პლენარული სხდომები და სიმპოზიუმები უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით, მასტერ კლასები ახალგაზრდა მკვლევართათვის და თემატური სამეცნიერო დისკუსიები გადაითარგმნება თანმიმდევრული თარგმანით.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
იხილეთ დეტალური ინფორამცია - პორტალი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება