26 მარტს, კსუ-ს კარიერის კვირეულის ფარგლებში, ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა თოფურია ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
თემაზე „ნაბიჯები წარმატებული მენეჯერობისკენ“, მომხსნებელმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ესაუბრა იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რომელიც აუცილებელია მენეჯერის პროფესიის დასაუფლებლად.
კარიერის კვირეული კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება, რომელიც 4 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს. კვირეული მიზნად ისახავს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში დაეხმაროს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება