9 ნოემბერს, სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული პროექტის - ,,საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თავისებურებანი სისხლის სამართალწარმოების პროცესში’’ ფარგლებში, დასკვნითი ღონისძება - იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროექტში კონკურსის წესით შერჩეული, სამართლის ფაკულტეტის 15 სტუდენტი ჩაერთო, რომლებსაც სასამართლო პროცესის ჩატარებამდე, 3 დღის განმავლობაში ტრენინგები ჩაუტარდათ, სადაც მათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესისა და შემდგომში, ამ საგამოძიებო მოქმედებებზე ოქმების შედგენა ისწავლეს.
9 ნოემბერს გამართული იმიტირებული სასამართლო პროცესი ქურდობის ფაქტს შეეხებოდა, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, შესაბამისი როლები მოირგეს თავიანთი ცოდნა და უნარები ბრალდების, დაცვის, მოწმისა თუ მოსამართლის ამპლუით გამოვლინეს.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას - იმიტირებულ სასამართლო პროცესს, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი - ვლადიმერ მაჭარაშვილი და სსიპ - საქართველოს შსს-ს აკადემიის საბაზისო მომზადების სამსახურის მთავარი ინსტრუქტორი, სტუდენტების ტრენერი - იოსებ წერეთელი ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება