16 მარტს, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, ხათუნა მზექალაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „სიმბოლიზმი ქართულ ხალხურ ზღაპარში „მძლეთამძლე“ - მიმღებლობა, აწმყოობა და სპონტანურობა - მშვიდობიანი მეომარი“ - გაიმართა.
მომხსენებელმა ზღაპრის ძირითადი ნიუანსების მიხედვით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელიც უშუალოდ აისახება ადამიანთა ცხოვრებაზე, მათ ტრანსფორმაციაზე, წარმატებებზე, სიხარულსა თუ ტკივილზე.
„ყველაფერი რაც არის - არის, მიუხედავად იმისა იღებ თუ ეწინააღმდეგები. არც მიმღებლობით და არც წინააღმდეგობით ჭეშმარიტება ამ მომენტისა არ იცვლება. თუ მიიღებ აწმყოობას ისეთს, როგორიც არის, განსჯისა და მოსაზრებების გარეშე, სიხარული გაჩნდება შენში, თუ შეეწინააღმდეგები, ტკივილი შეცვლის სიხარულს, მაგრამ მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულების ცვლილებისა, რეალობა რეალობად დარჩება. მიმღებლობა არის გასაღები ჩვენში არსებული მისტერიის გასახსნელად.
ტრანსფორმაცია შესაძლებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. ის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მოვეშვებით აწმყოობის რეალობაში, როდესაც უანგაროდ მივიღებთ საკუთარ თავს და მომენტის რეალობას. ტრანსფორმაცია ამ შემთხვევაში თავად მოხდება“ - განაცხადა მომხსენებელმა.
მეტაფიზიკოსი, არტ თერაპევტი, ჰიტნოთერაპევტი ხათუნა მზექალაშვილი 1998-2016 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა, საქართველოში კი ლექციებს 2017 წლიდან ატარებს.
უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციას კსუ-ს სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება