კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი მინიოს უნივერსიტეტი (პორტუგალია) კსუ-ს მედიცინის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა საფეხურის სუდენტებს გთავაზობთ მობილობის პროგრამას Erasmus+ -ის ფარგლებში სრული დაფინანსებით.
მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 31 იანვრამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/UYPXyd
სააპლიკაციო ბმულის შევსების ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/Bnifg3
მობილობის პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს 850€ ყოველთვიურ სტიპენდიას და აუნაზღაურდება 820€-მდე სამოგზაურო ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია სულ 2 ადგილი საქართველოს 5 უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვის შემდეგ, მონაწილეების შერჩევას ახორციელებს მინიოს უნივერსიტეტი. საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს დაეგზავნებათ ელ. ფოსტის მისამართებზე და გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე University Minho / Academic Portal
დამატებითი ინფორმაციისთვის კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
ოთახი - 513
ელ-ფოსტა:irs@ciu.edu.ge
ტელ: +995 32 2 022115 (შიდა109).
წარმატებებს გისურვებთ!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება