(ა)იპ კავკასიის სავაჭრო სახლი “Caucasus Trading House” წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
კავკასიის სავაჭრო სახლის დამფუძნებლები არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აჭარის სავაჭრო პალატა, ქართულ-ესპანური კვლევისა და ინოვაციის ცენტრი - RIBS-ი და საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატა.
კავკასიის სავაჭრო სახლის პრეზიდენტი გახლავთ - კსუ-ს რექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებში - ვახტანგ წივწივაძე, დირექტორი - „კვლევა და ინოვაცია ბიზნესის განვითარების გადაწყვეტილებებისათვის“ თავმჯდომარე - ვალერი გულბანი, ორგანიზაციას ესპანეთში ორი წარმომადგნელელი ჰყავს - კსუ-ს წარმომადგენელი ესპანეთში - ქეთევან გორგილაძე და ესტებან ლოცანო.
კავკასიის სავაჭრო სახლის მიზნებია:
კავკასიის სავაჭრო სახლი, ფუნქციონირების დაწყების პარალელურად, მუშაობს მემორანდუმზე, რომლის საფუძველზეც იგი ესპანელ პარტნიორებთან ერთად, ქართველ ექიმებსა და სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს, ესპანეთის წამყვან კლინიკებში, კერძოდ მადრიდში, ბარსელონასა და სევილიაში - 14 დღიან პრაქტიკულ კურსს შესთავაზებს.
ქართველი ექიმები, პროფესორები და სტუდენტები კვალიფიკაციას აიმაღლებენ ესპანეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში : Hospital de Cerdanya (ბარსელონა) http://www.hcerdanya.eu/en/our-services/hcs-own-consultants
სერდანიას მრავალპროფილური ჰოსპიტალი ფუნქციონირებს 1990 წლიდან, ჰოსპიტალი მუშაობს სტაციონარულ რეჟიმში, რაც ხელმისაწვდომს ხდის პაციენტებისთვის 24-საათიან სტაციონარულ მომსახურებას.
კლინიკა მრავალპროფილურია და მის ბაზაზე ფუნქცინირებს ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიებით.
სადაზღვეო კომპანია ასეპეო ASEPEYO (ბარსელონა, მადრიდი, სევილია) https://www.asepeyo.es/centro/hospital-sant-cugat/ დაარსდა 1945 წელს ბარსელონაში, რომელიც მრავალრიცხოვანი ორგანიზაციებისა და კომპანიების თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ასეპეოს სამედიცინო დაწესებულებები მდებარეობს ბარსელონაში სევილიასა და მადრიდში. კლინიკები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. პროფესიონალთა გუნდით ტრავმატოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის,ზოგადი ქირურგიისა და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კავკასიის სავაჭრო სახლი, 15 თებერვალს ესპანეთში, კოოპერატივების ასოციაციის რეგიონულ კოორდინატორს, მეფუტკრეობის დარგში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრს, ქალთა კოოპერატივ ,,ბი ჯორჯიას“ დირექტორს - მანანა ბოლქვაძეს უმასპინძლებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია სასერტიფიკატო კურსებისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ელ-ფოსტა: tradehouse.caucasus@gmail.com
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება