თუ გაქვს ბიზნეს იდეები და გსურს, უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა პრაქტიკულად გამოყენო, ჯერ კიდევ შეგიძლია შემოუერთდე CIU ბიზნეს ინკუბატორის გუნდს.
CIU-ს ბიზნეს ინკუბატორში შემოდგომის სემესტრის ნაკადმა მუშაობა განაახლა.
პროექტის ფარგლებში, იდეები დამუშავდება და გარდაიქმნება ბიზნეს მოდელში, რომელიც ქმნის საჭირო პროდუქტს, არის მოთხოვნადი და ჰყავს შესაბამისი მიზნობრივი მყიდველი.
პირველ შეხევდრაზე განხილული იქნა მეწარმეობისთვის აუცილებელი თვისებები, ძლიერი საზრისი და შემართება, რომელიც დაბრკოლების მიუხედავად აძლევს ძალას, გააგრძელოს მუშაობა იდეისთვის და შეინარჩუნოს მოტივაცია.
ვინაიდან, საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია გქონდეს ზუსტად ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელი, ინკუბაციის პერიოდში მოხდება მენტორის მხარდაჭერით პროცესის წარმართვა, პირველადი პროდუქციის დამზადება; ბიზნეს მოდელის / გეგმის ჩამოყალიბება და სადემონსტრაციოდ მომზადება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nana_chrelashvili@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება