კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კარიერის კვირეულის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან თემით - ,,ჩემი სპეციალობა - დერმატოლოგია“ - დერმატოლოგმა, პროფესორმა - ლალი მეკოკიშვილმა გამართა.
იჩქარე აუჩქარებლად! - ეს ის ძირითადი გზავნილი და მოწოდება იყო, რაც ლალი მეკოკიშვილის თქმით, მედიცინის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის სფეროს, წარმომადგენლებს უნდა ახასიათებდეთ.
პროფესორმა დეტალურად მიმოიხილა ის გზა, რომელიც სკოლის დასრულების ასაკიდან - მედიცინის მიმართულებით განვლო. ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რაც მისი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლისა და შემდგომში უკვე პროფესიული საქმიანობის პერიოდს დაემთხვა, თუმცა აღნიშნა, რომ სწორედ წინაღობები ეხმარება ადამიანს სწორად განსაზღვროს თავისი ინტერესები, მიიღოს უფრო მეტი ცოდნა და ისწავლოს, როგორ შეხვდეს თითოეულ გამოწვევას პოზიტიურად.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, სტუდენტებთან მოკლედ მიმოიხილა დერმატოლოგიის დარგი, მისი განვითარების საფეხურები, ის კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებსაც განათლების სისტემა სტუდენტებს უყენებს, ისაუბრა გავრცელებულ სტერეოტიპებზე და საბაზისო და კლინიკური მეცნიერებების იმ კომპონენტებზე, რომელთა ცოდნაც დერმატოლოგისათვის აუცილებელია, მათ შორის: იმუნოლოგია, გენეტიკა, ენდოკრინოლოგია, პედიატრია, ქირურგია და სხვა.
ლალი მეკოკიშვილმა, თავისი გამოსვლა შეკრებილი სტუდენტებისათვის, კონკრეტული რჩევებისა და რეკომენდაციების ნაწილით დაასრულა:
შეგახსენებთ, რომ კარიერისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, 10-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 5 შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება