კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 2019 წლის 21 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 16 თებერვლის ჩათვლით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამაგისტრო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 2019 წლის 11 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 9 მარტის ჩათვლით.
შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების პროცესში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება აქვს სტუდენტს, რომელსაც აქტიური სტატუსით დასრულებული ბოლო სემესტრის GPA აქვს 3,0-ზე მეტი.
შიდა მობილობით გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული განცხადების ფორმა ელექტრონულად და გადააგზავნოთ თქვენი ფაკულტეტის (ამჟამინდელი) ელ. ფოსტაზე:
P.S.თუ სახელი და გვარი არ იდენტიფიცირდება სტუდენტის მეილთან, ის განცხადება არგანიხილება! (გთხოვთ, განცხადება გადმოაგზავნოთ პირადი ელ.ფოსტიდან).
გთხოვთ ჩამოტვირთოთ - განცხადების ფორმა ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.
გთხოვთ ჩამოტვირთოთ - განცხადების ფორმა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამაგისტრო პროგრამებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება