27 მაისი, 14:00 სთ. ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი
ტრენინგი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის: „საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა CODEX-ის გამოყენება და ინფორმაციის მოძიება“.
ტრენერი: დავით ბოლქვაძე, მონაცემთა ბაზის დამაარსებელი და ავტორი;
ტრენინგის ხანგრძლივობა 1 საათი.
დამატებითი ინფორმაცია:
დავით ბოლქვაძე ტრენინგზე აუდიტორიას გააცნობს მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებისა და საძიებო სისტემის გამოყენების ძირითად ასპექტებს.
ელექტრონული საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა „Codex”, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ხელშეკრულების საფუძველზე ხელმისაწვდომია 2010 წლიდან.
აღსანიშნავია, რომ ბაზა 1992 წლიდან დღემდე გატარებულ ყველა კანონს, საერთაშორისო ხელშეკრულებას, ნორმატიულ აქტსა და სხვა საკანონმდებლო ხასიათის დოკუმენტაციას აერთიანებს, რომელიც სამართლის ფაკულტეტის პროფესურისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება